მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.
განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ტომას მიულერმაც გააკეთა:
"შედეგის თვალსაზრისით, მესის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის წარმატებულად გამოგვდის. საკლუბო დონეზე ჩვენი პრობლემა მადრიდის რეალის დროინდელი კრიშტიანო რონალდო იყო.
მესის დიდ პატივს ვცემ ის, თუ როგორ ითამაშა მან მსოფლიო ჩემპიონატზე საოცრება იყო, ფაქტიურად მთელ გუნდს "მიათრევდა".
პსჟ-ს დონის კლუბში თამაში ადვილი არ არის, რთულია კარგი გუნდური ბალანსის მიღწევა", - განაცხადა მიულერმა.