ოფიციალურად | ქოჩორაშვილი ლევანტეში დაბრუნდა - იხილეთ გიორგის კომენტარი » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | ქოჩორაშვილი ლევანტეში დაბრუნდა - იხილეთ გიორგის კომენტარი

ოფიციალურად | ქოჩორაშვილი ლევანტეში დაბრუნდა - იხილეთ გიორგის კომენტარი
30-06-2023, 17:20
Aa Aa
გაზიარება:

24 წლის გიორგი ქოჩორაშვილს ლევანტეში ნდობას მორიგ ჯერზე უცხადებენ, - ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგა 2-ის კლუბში ოფიციალურად დაბრუნდა.

ამ დროის განმავლობაში ქოჩორაშვილი ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში, კერძოდ კასტელონში თამაშობდა, ახლა კი მან ლევანტესთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა.

ლევანტეში დაბრუნების შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. აი, რა თქვა მან:

"არასდროს დავივიწყებ იმ დებიუტს, რომელიც ლევანტეს პირველ გუნდში მქონდა. ეს მოგონებები ყოველთვის ჩემს გულსა და გონებაში დარჩება. ლევანტე მორიგ ჯერზე მენდო, მე კი მსურს, რომ ჩემი სიძლიერე დავამტკიცო."

"ადრინდელ პერიოდში ლევანტეში თამაში კორონავირუსის დროს მომიწია, რის გამოც ქომაგების წინაშე ვერ ვთამაშობდი. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა სიტუაცია შეიცვლება და მათ გახარებას შევძლებ."
- თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი