Crystalsport-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ხაბულიანი კარიერას ესპანურ "ლევანტეში" გააგრძელებს. ახალგაზრდა მოთამაშე ამჟამად საბუთებს აგროვებს.
აღნიშნულ საქმეში დიდი წვლილი თავად ფეხბურთელის აგენტმა, ლევან სეთურიძემ შეიტანა.
გიორგი ხაბულიანი "ადანა დემირსპორში” გამოდიოდა. თურქული გუნდი მომავალი ტრანსფერიდან თანხის 50%-ს მიიღებს.
გიორგი საქართველლს 19-წლამდე ნაკრების გწევრია. 18 წლის მოთამაშე გასულ სეზონში იჯარის წესით "თელავში" ასპარეზობდა, სადაც 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.