"რეალისტი რომ ვიყო, ახლა ბარგს უნდა ვალაგებდე და აეროპორტში მივდიოდე", - ისრაელის მწვრთნელი მატჩამდე » სპორტის ხაზი

"რეალისტი რომ ვიყო, ახლა ბარგს უნდა ვალაგებდე და აეროპორტში მივდიოდე", - ისრაელის მწვრთნელი მატჩამდე

"რეალისტი რომ ვიყო, ახლა ბარგს უნდა ვალაგებდე და აეროპორტში მივდიოდე", - ისრაელის მწვრთნელი მატჩამდე
29-06-2023, 17:14
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა მეტოქეზე ისაუბრა.

"ვინმეს რომ ეთქვა, პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ჯგუფიდან საქართველო პირველი ადგილით გავიდოდა, იგივეს იფიქრებდნენ.

საქართველოს ნაკრებს ჩემგან მხოლოდ საქებარი სიტყვები ეკუთვნის, რადგან ამ სიტუაციის შესანიშნავად მესმის. მათი ბრძოლისუნარიანობა მისაბაძია.

რეალისტი რომ ვიყო, ახლა ბარგს უნდა ვალაგებდე და აეროპორტში მივდიოდე.

მასპინძელ სტადიონზე 50 000 გულშემატკივარი უნდა მოვიდეს, ეს ფეხბურთს ლამაზს ხდის.

მინდა, რომ შემდეგ ეტაპზე უკეთესი გუნდი გავიდეს და თუ ეს საქართველო იქნება, დაე, იყოს ასე. მე კარგი ფეხბურთი და სამართლიანი ბრძოლა მიყვარს!
", - განაცხადა ლუზონმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი