სულ ცოტაც და გაოფიციალურდება | გიორგი კვერნაძე სერია A-ს გუნდში მიდის » სპორტის ხაზი

სულ ცოტაც და გაოფიციალურდება | გიორგი კვერნაძე სერია A-ს გუნდში მიდის

სულ ცოტაც და გაოფიციალურდება | გიორგი კვერნაძე სერია A-ს გუნდში მიდის
30-06-2023, 19:22
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან გავარდა, წესით, იტალიის უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ ერთი ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია უნდა დარჩენილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ლოჩოშვილს კვერნაძე ჩაანაცვლებს და სერია A-ს 2023/2024 წლების სეზონში კვლავ ორი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს.

უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია, რომ გიორგი კვერნაძის გადაბირებით ფროზინონე ინტერესდება, რომელმაც გასულ სეზონში სერია B მოიგო და უმაღლეს დივიზიონში გასამგზავრებელი საგზური მოიპოვა.

როგორც Calciofrosinone წერს, კვერნაძის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა და ტრანსფერის შუამავალმა, დარიო პაოლილომ ტრანსფერი ოფიციალურად შეათანხმეს და მცირედი დეტალების მოწესრიგებაღა დარჩა მის გამოცხადებამდე.

ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალ კვირაში იტალიაში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ყველაფერი ოფიციალურად დასრულდება, - გიორგის ფროზინონეს მოთამაშედ გამოაცხადებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი