სვანაძე: "ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარდა, რომლის შედეგსაც ახლა ვიმკით" » სპორტის ხაზი

სვანაძე: "ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარდა, რომლის შედეგსაც ახლა ვიმკით"

სვანაძე: "ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარდა, რომლის შედეგსაც ახლა ვიმკით"
28-06-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდმა ნიდერლანდებთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა და 5 ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა. ნიდერლანდელებმა ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე, კენეთ ტეილორის დარტყმით გაათანაბრეს.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. პარალელურად, მესხის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ბელგიას 2:1 სძლია და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რამაზ სვანაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ამ თაობასთან თითქმის 5 წელია ვმუშაობ. ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარდა, რომელიც ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავდა. ახლა სწორედ ამ შრომის შედეგებს ვიმკით. მთავარი პრინციპი, რომლითაც 21-წლამდე და ასაკობრივ გუნდებში ვხელმძღვანელობთ, არის სამართლიანობა და ასე ვაპირებთ გაგრძელებას", - განაცხადა სვანაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი