"ხვიჩამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეს ამპარტავნობაა" - ალეკო ელისაშვილის პოსტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეს ამპარტავნობაა" - ალეკო ელისაშვილის პოსტი

"ხვიჩამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეს ამპარტავნობაა" - ალეკო ელისაშვილის პოსტი
28-06-2023, 12:23
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა გუშინ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაინაღდა, ჩვენი 1/4 ფინალური მეტოქე კი დღეს უნდა გაირკვეს.

აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოაქვეყნა პოსტი ქართველმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც კვარას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ნათქვამ უარს ამპარტავნობა უწოდა:

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ეგ ძალიან არ მომეწონა."

"საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის ჩემი აზრით უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს."
- დაწერა ელისაშვილმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი