"ეროვნულს 3-0 მოვუგეთ, ამათ კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დავამარცხებთ" - ნიდერლანდელი ფანები მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"ეროვნულს 3-0 მოვუგეთ, ამათ კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დავამარცხებთ" - ნიდერლანდელი ფანები მატჩის წინ

"ეროვნულს 3-0 მოვუგეთ, ამათ კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დავამარცხებთ" - ნიდერლანდელი ფანები მატჩის წინ
27-06-2023, 17:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე გამართავს, მეტოქე კი ნიდერლანდები იქნება.

აი, რას წერენ ჩვენი მეტოქე გუნდის ფანები დღევანდელი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ:

"ეროვნულ ნაკრებს 3-0 მოვუგეთ, ამათ კი უფრო დიდი ანგარიშით დავამარცხებთ"

"4 ქულა ზღაპარში აიღეს, მათი საერთოდ არ უნდა გვეშინოდეს და მთელი ძალებით შევუტიოთ"

"საქართველოს მხარეს მხოლოდ გულშემატკივარი იქნება, მაგრამ ამან პრობლემები არ უნდა შეგვიქმნას"

"მთავარი ისაა, რომ შეტევაზე ვიყოთ ორიენტირებულები და მოგებას ნამდვილად შევძლებთ"

"ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები ვართ და ჯგუფში ჩარჩენა არ გვეკადრება"

"რაც ბელგიასთან და პორტუგალიასთან ვერ გავიტანეთ, ყველა საქართველოსთან უნდა გავიტანოთ"

"სწრაფი ფლანგელების წინააღმდეგ უჭირთ, სიჩქარეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი"

"ბელგიასთან თამაშს ვუყურე და ვერც მივხვდი ქულა რანაირად აიღეს"

"ამოუცნობი გუნდია და ისე თამაშობს, რომ წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, ფრთხილად უნდა ვიყოთ"

"დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ და ფლეი ოფში დამაჯერებელი სტატუსით გავიდეთ"

"მთავარია მომენტების მაღალი ხარისხით რეალიზება, დანარჩენს კლასი მიხედავს"

"კონტრშეტევებზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, სწრაფად შეუძლიათ გამოქცევა" - წერენ ნიდერლანდების ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი