"ხალხს დავანახებთ, რომ საქართველო ჩვენზე სუსტი გუნდია" - ნიდერლანდების მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ხალხს დავანახებთ, რომ საქართველო ჩვენზე სუსტი გუნდია" - ნიდერლანდების მწვრთნელი

"ხალხს დავანახებთ, რომ საქართველო ჩვენზე სუსტი გუნდია" - ნიდერლანდების მწვრთნელი
26-06-2023, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი ნიდერლანდები იქნება.

აი, რა თქვა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი ხვალინდელი მეტოქის დამრიგებელმა:

"გავაკეთებ თუ არა შემადგენლობაში ცვლილებას, ეს ჯერ არ ვიცი, რადგან ფეხბურთელების ფიზიკურ ფორმას დაკვირვება ჯერ კიდევ სჭირდება. გრაფიკი ძალიან დატვირთულია და შესაძლოა, რომ რომელიმე მოთამაშე ნებისმიერ წამს გამოგვაკლდეს. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე საკმაოდ ძლიერია, თანაც მათ უდიდესი მხარდაჭერა ექნებათ."

"სავსე ტრიბუნებზე ჯერ არ გვითამაშია, ხვალ კი ამის გამოცდილებას ევრო 2023-ზე პირველად მივიღებთ, რაც საკმაოდ სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ბევრი ხალხი ტრიბუნებიდან ხმას ახშობს და ფეხბურთელებთან კომუნიკაციაც რთულდება, თუმცა ეს ჩვენთვის კარგი გამოწვევაა და შესაბამისად მივიღებთ კიდეც."

"ბელგიასთან და პორტუგალიასთან ზუსტად ისე ვითამაშეთ, როგორც ჩვენ გვსურდა. მათთან დომინანტები ვიყავით, უბრალოდ ბოლო მესამედში თამაშის კარგად წარმართვა გვიჭირდა, რაც უნდა გამოვასწოროთ."

"ხვალ ვაჩვენებთ, რომ საქართველოზე ძლიერები ვართ და ტურნირის 1/4 ფინალში გასვლას ვიმსახურებთ."
- თქვა ერვინ ვან დე ლოიმ

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების 21-წლამდე გუნდების დაპირისპირება 27 ივნისს 20:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი