"ამის გამო თამაში უფრო გაგვიმარტივდა" - გიორგი მამარდაშვილი » სპორტის ხაზი

"ამის გამო თამაში უფრო გაგვიმარტივდა" - გიორგი მამარდაშვილი

"ამის გამო თამაში უფრო გაგვიმარტივდა" - გიორგი მამარდაშვილი
25-06-2023, 18:19
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ზე ურთულეს შეხვედრაში ბელგიასთან 2:2 ითამაშა, ქულა აიღო და ჯგუფში ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.

აი, რა თქვა ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ:

"რთულად დავიწყეთ შეხვედრა, ვინაიდან კარგი გუნდი იყო და ამავდროულად, მათ მოგება სჭირდებოდათ."

"მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში გადავედით შემტევ ფეხბურთზე, 3 ცვლილება განახორციელა ჩვენმა მწრთვნელმა და უფრო გაგვიმარტივდა თამაში."

"ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ბიჭებმა უდიდესი სულისკვეთება გამოავლინეს."
- თქვა ქართველმა მეკარემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი