"გულშემატკივარს სახლში გულდაწყვეტილს ვერ გავუშვებდით" - ანზორ მექვაბიშვილი » სპორტის ხაზი

"გულშემატკივარს სახლში გულდაწყვეტილს ვერ გავუშვებდით" - ანზორ მექვაბიშვილი

"გულშემატკივარს სახლში გულდაწყვეტილს ვერ გავუშვებდით" - ანზორ მექვაბიშვილი
25-06-2023, 14:36
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ზე ურთულეს შეხვედრაში ბელგიასთან 2:2 ითამაშა, ქულა აიღო და ჯგუფში ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.

აი, რა თქვა მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდის კაპიტანმა:

"ორი განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. ვფიქრობ, პირველ ნახევარი ყველა კომპონენტში დავთმეთ. ვერ ვასრულებდით დავალებებს. გასახდელში საუბარმა, რომელიც სტადიონზე მოსული გულშემატკივრების დაფასებას ეხებოდა, დიდი გარდატეხა შეიტანა თამაშში. ვგრძნობდი, რომ ბიჭებს თამაშის შემოტრიალების ჟინი და ემოცია ჰქონდათ."

"შეგვეძლო მოგებაც, თუმცა ასეთი მძიმე ტაიმის შემდეგ, ქულა ძალიან კარგი შედეგია. მადლობა გუნდის პერსონალს, ბიჭებს და გულშემატკივრებს, რომლებიც ერთი წამი არ გაჩერებულან. მატჩის შემდეგ, ქომაგებთან ტრადიციული რიტუალის შესრულებისას, თვალზე ცრემლი მომადგა. არასდროს ვნებდებით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და ქომაგი სახლში დამწუხრებული არ გავუშვათ."
- თქვა ანზორ მექვაბიშვილმა

ცნობისთვის, ამ ეტაპზე A ჯგუფს საქართველო 4 ქულით ლიდერობს, მე-2 და მე-3 პოზიციებს ბელგია და ნიდერლანდები 2-2 ქულით ინაწილებენ, ბოლო ადგილზე კი პორტუგალია მხოლოდ 1 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი