"ასეთ რეალობაში ცხოვრება უნდა გვიხაროდეს" - შოთა არველაძე » სპორტის ხაზი

"ასეთ რეალობაში ცხოვრება უნდა გვიხაროდეს" - შოთა არველაძე

"ასეთ რეალობაში ცხოვრება უნდა გვიხაროდეს" - შოთა არველაძე
26-06-2023, 16:18
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ზე ურთულეს შეხვედრაში ბელგიასთან 2:2 ითამაშა, ქულა აიღო და ჯგუფში ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებით გამოეხმაურა შოთა არველაძე. აი, რა დაწერა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა:

"საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება."

"ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა. წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს."
- დაწერა შოთა არველაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრები თავის მომდევნო შეხვედრას 27 ივნისს გამართავს, მეტოქე კი ნიდერლანდები იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი