"ბელგიასთან თამაში ორ ნაწილად უნდა დავყოთ" - რამაზ სვანაძე » სპორტის ხაზი

"ბელგიასთან თამაში ორ ნაწილად უნდა დავყოთ" - რამაზ სვანაძე

"ბელგიასთან თამაში ორ ნაწილად უნდა დავყოთ" - რამაზ სვანაძე
25-06-2023, 13:56
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ზე ურთულეს შეხვედრაში ბელგიასთან 2:2 ითამაშა, ქულა აიღო და ჯგუფში ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.

აი, რა თქვა ჩვენი გუნდის დამრიგებელმა მატჩის დასრულების შემდეგ:

"თამაში შემიძლია ორ ნაწილად გავყო. პირველი ტაიმი დისციპლინის ნაკლებობის მაგალითია, და ეს ეხება მთელ გუნდს. განსაკუთრებით მაღალი კლასით და ინდივიდუალური ოსტატობით გამორჩეულ გუნდებთან ამას პრობლემები მოჰყვება. მეორე ტაიმი იყო ჩვენი მენტალური სიძლიერის და სწორი მიდგომის მაგალითი. საბოლოო შედეგი, როგორც ემოციური, ისე სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო.

მადლობა ბიჭებს. არ არის მარტივი ასეთ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ იყო პირველ ადგილზე და წაუგებლად ითამაშო მაღალი დონის გუნდებთან. პირველი ტაიმი უდიდესი გამოცდილება იყო. ყველა ფეხბურთელს არ ეხება, მაგრამ გრანდებთან შედარებით არ ვართ ასეთ რიტმში თამაშს მიჩვეულები. მადლობა არაჩვეულებრივ გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ და ბოლო თამაშზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავასრულოთ.

მოედანზე სიტუაციას მარტო მწვრთნელი ვერ შეცვლის. როდესაც არსებობს რწმენა და ურთიერთგაგება გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს შორის, ნებისმიერი თამაშის გადარჩენის შანსი არსებობს. ის ფაქტორი, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ მნიშვნელოვანია. პირველი თამაშის შემდეგ, არ გვქონდა უფლება, რომ დღეს მოედანი თავაწეულებს არ დაგვეტოვებინა.

ნიკა გაგნიძის ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ამიტომ, ტრავმის სირთულეზე საუბარი არ შემიძლია. ერთი შეხედვით, მსუბუქი დაზიანება არ ჩანს, თუმცა მეტი ხვალ გვეცოდინება."
- თქვა რამაზ სვანაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრები თავის მომდევნო შეხვედრას 27 ივნისს გამართავს, მეტოქე კი ნიდერლანდები იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი