დასანანი მარცხი - თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალში მილანთან წააგო » სპორტის ხაზი

დასანანი მარცხი - თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალში მილანთან წააგო

დასანანი მარცხი - თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალში მილანთან წააგო
24-06-2023, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

სამწუხაროდ, თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ფინალში ოლიმპია მილანოს წინააღმდეგ დამარცხდა, არადა ქართველი კალათბურთელის გუნდს მოგების კარგი შანსი ჰქონდა.

ვირტუს ბოლონიასა და მილანს შორის ფინალის გადამწყვეტი, ანუ მე-7 თამაში გუშინ გაიმართა, სადაც მილანმა მეტოქეს 12 ქულის სხვაობით აჯობა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

აღსანიშნავია, რომ ვირტუსმა ფინალის ხანგრძლივ სერიაში ანგარიში 3:3 დიდი დაძაბულობისა და ჩამორჩენის შემდეგ გახადა და თითქოს, შენგელია და მისი თანაგუნდელები უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად ასეთი სცენარისა, მილანი არ გატყდა და ტიტულს მაინც დაეუფლა.

რაც შეეხება უშუალოდ ფინალს, აქ შენგელიამ მონაწილეობა 32 წუთით მიიღო და თავის გუნდში საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა. თოკომ 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, თუმცა ეს ყოველივე ვირტუსისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ტიტული კვლავ მილანს დარჩა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი