"საქართველოს შემადგენლობიდან ამ ბიჭის გვარი ჩავინიშნე" - ბელგიის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"საქართველოს შემადგენლობიდან ამ ბიჭის გვარი ჩავინიშნე" - ბელგიის მწვრთნელი

"საქართველოს შემადგენლობიდან ამ ბიჭის გვარი ჩავინიშნე" - ბელგიის მწვრთნელი
24-06-2023, 12:53
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე რიგით მეორე შეხვედრას დღეს, 20:00 საათზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და შეეცდება, რომ ფლეი ოფისკენ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგას.

აი, რაზე ისაუბრა ბელგიის ასაკობრივი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯაკე მატეისენმა დღევანდელი მატჩის წინ:

"საქართველოსთან მატჩისთვის არა დღეების, არამედ თვეების განმავლობაში ვემზადებოდით. მათ წინა შეხვედრაში აჩვენეს, რომ საოცრად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. ისინი მკაცრ და განსაზღვრულ გეგმას მიჰყვებიან. პორტუგალიასთან განსაკუთრებით მათი მეკარე მომეწონა და მისი გვარი უკვე ჩანიშნული მაქვს."

"პორტუგალიას მოუგეს, ახლა კი ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა, თუმცა ეს არ გვაშინებს, პირიქით, გვსიამოვნებს კიდეც, რადგან ამ ტურნირზე სწორედ ამისთვის ვართ. სიმართლე ისაა, რომ საქართველოს პორტუგალიის დასამარცხებლად საუკეთესო მოთამაშეები არც კი დასჭირვებია."

"აქამდეც ვიცოდი, რომ საქართველო ჯგუფში საჩუქარი არ იყო მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სწორედ ასე ფიქრობდა. ისინი ძალიან ძლიერები არიან და შედეგის მიღწევა შეუძლიათ."

"რთული მატჩი გველის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიღებული კარგი შანსი გავამართლოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ."
- თქვა მატეისენმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი