"მათ პორტუგალიასთან საკმაოდ რთული ამოცანა შეასრულეს" - შარლე დე კეტელარე საქართველოზე » სპორტის ხაზი

"მათ პორტუგალიასთან საკმაოდ რთული ამოცანა შეასრულეს" - შარლე დე კეტელარე საქართველოზე

"მათ პორტუგალიასთან საკმაოდ რთული ამოცანა შეასრულეს" - შარლე დე კეტელარე საქართველოზე
24-06-2023, 12:14
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე რიგით მეორე შეხვედრას დღეს, 20:00 საათზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და შეეცდება, რომ ფლეი ოფისკენ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგას.

ბელგიელთა პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელთან ერთად უძღვებოდა მილანის ტალანტი შარლე დე კეტელარე, რომელმაც რამდენიმე სიტყვა საქართველოს შესახებაც თქვა:

"ჩემი აზრით, ქართველებმა პორტუგალიასთან შეხვედრაში თავიანთი მტკიცე ხასიათი და სულისკვეთება აჩვენეს, რის ხარჯზეც გამარჯვების მოპოვება შეძლეს."

"გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველომ პირველ შეხვედრაში არამარტო მოგება, არამედ კარის მშრალად შენახვაც შეძლო."
- თქვა დე კეტელარემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება დინამო არენაზე გაიმართება, პირდაპირი ტრანსლაცია კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი