ტოტენჰემი გამოირიცხა - როგორი ვარიანტები რჩება მამარდაშვილს კარიერის გასაგრძელებლად? » სპორტის ხაზი

ტოტენჰემი გამოირიცხა - როგორი ვარიანტები რჩება მამარდაშვილს კარიერის გასაგრძელებლად?

ტოტენჰემი გამოირიცხა - როგორი ვარიანტები რჩება მამარდაშვილს კარიერის გასაგრძელებლად?
23-06-2023, 14:47
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლონდონის ტოტენჰემი გიორგი მამარდაშვილის შეძენით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინტერესდებოდა, თუმცა მათთვის პრობლემას ის სატრანსფერო ფასი წარმოადგენდა, რაც ვალენსიას ქართველი მეკარისთვის აქვს დადებული.

სწორედ ამ ფაქტის გამო, ტოტენჰემმა გადაწყვიტა, რომ არა მამარდაშვილი, არამედ ემპოლის მეკარე გულიელმო ვიკარიო შეეძინა. საგულისხმოა, რომ ლონდონელებმა ამ ნაბიჯით 10-15 მილიონი ევრო დაზოგეს და გიორგისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშნენ. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება როგორც ჩელსის, ისე ინტერის შანსები.

ლონდონის ჩელსიში დიდი რეორგანიზაცია მიმდინარეობს და კლუბი უკვე არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის სასტარტო XI-ის მეკარე ედუარდ მენდიმ, რომელიც სათამაშოდ საუდის არაბეთში წავიდა. თავის მხრივ, ლონდონელებისთვის სატრანსფერო ბაზარზე პირველი არჩევანი ინტერის მეკარე ანდრე ონანაა, რომლის კლუბიდან წასვლის შესახებ ძალიან ბევრი იწერება. იმ შემთხვევაში თუ ონანა ჩელსიში გადავა, მაშინ ინტერი გიორგის თაობაზე ვალენსიას წინადადებას გაუგზავნის, ამას არაერთი იტალიური თუ ესპანური წყარო ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე ესპანეთის ჩემპიონატში 2021/2022 წლების სეზონიდან თამაშობს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 25 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი