"მე აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - რუდი გარსია ნაპოლიზე » სპორტის ხაზი

"მე აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - რუდი გარსია ნაპოლიზე

"მე აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - რუდი გარსია ნაპოლიზე
20-06-2023, 12:29
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ახალი მწვრთნელი რუდი გარსია გახდა, რომელიც გუშინ აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად წარადგინა.

პარტენოპეის 59 წლის დამრიგებელმა მომავალი სეზონის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილა:

"პირველ რიგში, მინდა, რომ კლუბს, მის წევრებსა და ტიფოზებს ჩემპიონობა მივულოცო, შემდეგ კი იმას გეტყვით, რომ მე და დე ლაურენტისს დიდი ამბიციები გვაქვს. როდესაც ამ ქალაქში ჩამოვფრინდი, დავინახე თუ როგორ უყვარს ამ ხალხს ფეხბურთი. მათ სურთ, რომ ტრიუმფი ისევ იხილონ, ჩემი მიზანიც სწორედ ესაა."

"კარგია, რომ ჩემპიონობა ძველ მოთამაშეებს თავდაჯერებას შესძენს, თუმცა ახალი სეზონიდან ყველაფერი ახლიდან უნდა დავიწყოთ. ერთი მხრივ, მათ უნდა ახსოვდეთ ჩემპიონის გზა, თუმცა, მეორე მხრივ, ყველაფრის თავიდან გაკეთებაა საჭირო, ოფლით და შრომით."

"გუნდში ღრმა შემადგენლობა ძალიან საჭიროა, რადგან არსებობს ურთულესი მატჩები, სადაც ცვლილებების გაკეთება გჭირდება. ამჟამინდელი მოთამაშეები და მათი შემართება ძალიან მომწონს. აურელიო, უბრალოდ დრო მომეცი სამუშაოდ."

"ხშირად 4-3-3 ტაქტიკას ვიყენებ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სხვა სქემის გამოყენება მჭირდება ხოლმე. ვიცი, რომ აქ ჩემპიონობის ხელახლა მოპოვებას ელიან და ეს უდიდესი წნეხია, თუმცა მის შესახებ უკვე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. ვაპირებ, რომ ნაპოლი საკმაოდ მებრძოლ გუნდად ჩამოვაყალიბო, რომელიც განვითარებას არასდროს შეწყვეტს. უნდა გჯეროდეთ, რომ ახალი ნაპოლი კონკურენტუნარიანი იქნება."

"მსურს, რომ ჩემი გუნდიდან მოედანზე სამი უმთავრესი კომპონენტი დავინახო, ესენია: ამბიციურობა, ბრძოლისუნარიანობა და თავმდაბლობა. ცხადია, ნიჭიც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც თამაშებს გაგებინებს. ჩვენ ყურადღებას არა 11 ფეხბურთელს, არამედ ოცდახუთივეს დავუთმობთ, რადგან ყველა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ჩემმა მოთამაშეებმა ნაპოლის მაისურს პატივი უნდა სცენ და მინდორზე ასეთი სულისკვეთებით გავიდნენ."
- თქვა გარსიამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი