U21 | საქართველო - პორტუგალია | 20 ივნისის განრიგი » სპორტის ხაზი

U21 | საქართველო - პორტუგალია | 20 ივნისის განრიგი

U21 | საქართველო - პორტუგალია | 20 ივნისის განრიგი
19-06-2023, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

20 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ჩაატარებს, ხოლო ვარჯიშამდე, მასპინძელ არენაზე მთავარი მწვრთნელის - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

20 ივნისის განრიგი | საქართველო - პორტუგალია

17:30 | რუი ჟორჟეს პრესკონფერენცია

18:00 | პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში

19:00 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია

19:30 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში

U21 | შემადგენლობა

Მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

Მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

Ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.

Nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი