მამარდაშვილის ფასი დასახელდა | მანჩესტერ იუნაიტედი ყველაზე მეტად აქტიურობს » სპორტის ხაზი

მამარდაშვილის ფასი დასახელდა | მანჩესტერ იუნაიტედი ყველაზე მეტად აქტიურობს

მამარდაშვილის ფასი დასახელდა | მანჩესტერ იუნაიტედი ყველაზე მეტად აქტიურობს
18-06-2023, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

"გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, დიდია შანსი, რომ ესპანელები ქართველ მეკარეს 30 მილიონი ევროს ფარგლებში შეელიონ." - დაწერა Onefootball-მა, რომელმაც მამარდასადმი მანჩესტერ იუნაიტედისა და სხვა წამყვანი კლუბების ინტერესი მორიგ ჯერზე დაადასტურა.

აღნიშნული წყაროს ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციის მიხედვით, ვალენსიას ფინანსური კრიზისის დასაძლევად შემოსავლის გაზრდა სასწრაფოდ სჭირდება, გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა კი ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად რჩება. Onefootball-მა ისიც დაწერა, რომ გიორგით არამარტო იუნაიტედი, არამედ ინტერი და ჩელსიც ინტერესდებიან.

საგულისხმოა, რომ მანჩესტერის დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი დავიდ დე ხეას შემცვლელად ანდრე ონანას ითხოვს, რომელთანაც ის ამსტერდამის აიაქსში მუშაობდა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიც კი ითამაშა. სწორედ ამიტომ, თუ მანჩესტერი ონანას შეიძენს, მაშინ მამარდაშვილს გზა ინტერის მიმართულებით გაეხსნება, რომელსაც ახალი მეკარის შეძენა სატრანსფერო გეგმებში აქვს შეყვანილი.

სხვათაშორის, გიორგი მამარდაშვილისთვის სატრანსფერო ღირებულების შემცირების შესახებ დაწერა Corriere dello Sport-მაც, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ქართველის ფასი 20-25 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს, დამატებით ბონუსებს კი მისი აყვანა 30 მილიონ ევრომდე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე მესტალიაზე სათამაშოდ 2021 წელს გადაბარგდა. გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მაისურით ამ დრომდე ყველა ტურნირზე 63 შეხვედრა გამართა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი