საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე » სპორტის ხაზი

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
15-06-2023, 19:41
Aa Aa
გაზიარება:

Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ, ტურნირისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

U21 | შემადგენლობა


Მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

Მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

Ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).

გაფართოებული სიის სამი წევრი - გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად მოემზადებიან და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარონ.

გაფართოებულ სიაში მყოფმა ფეხბურთელებმა - გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ შემადგენლობაში არყოფნის მიზეზებზე, საკუთარი სოციალური მედიის არხებით ისაუბრეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი