"მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცით რა მოხდა რეალურად", - დანი ალვეშმა ბრალდებაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცით რა მოხდა რეალურად", - დანი ალვეშმა ბრალდებაზე ისაუბრა

"მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცით რა მოხდა რეალურად", - დანი ალვეშმა ბრალდებაზე ისაუბრა
18-06-2023, 17:39
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონას და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანი ალვეშმა იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რაშიც ეჭვმიტანილია და რის გამოც იანვრის თვის შემდეგ საპატიმრო დაწესებულებაში იყომფება.

შეგახსენებთ, რომ ალვეშს ბრალად ბარსელონას ერთ-ერთი ღამის კლუბში გაცნობილი გოგონას გაუპატიურება ედება.

"მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის თუ რა მოხდა იმ ღამეს და რა არა. მე სიმართლეს ვლაპარაკობ და მჯერა, რომ ჩემი სიმართლე დამტკიცდება.

ეს იყო ნებაყოფლობითი ურთიერთობა, არასდროს მომსვლია თავში აზრად, რომ ვინმე სექსობრივ აქტზე ძალით დამეყოლიებინა, როგორც ამას აცხადებენ
", - განაცხადა ალვეშმა.

ცნობისთვის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალვეშს თავისუფლების 4-იდან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი