BREAKING: კილიან მბაპემ ზაფხულში რეალ მადრიდში გადასვლა კატეგორიულად უარყო » სპორტის ხაზი

BREAKING: კილიან მბაპემ ზაფხულში რეალ მადრიდში გადასვლა კატეგორიულად უარყო

BREAKING: კილიან მბაპემ ზაფხულში რეალ მადრიდში გადასვლა კატეგორიულად უარყო
13-06-2023, 17:31
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, პსჟ-ს ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპე პარიზულ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - პარალელურად კი ფრანგულ და ესპანურ გამოცემებში აქტიურად იწერებოდა, რომ 24 წლის შემტევი ამ ზაფხულს რეალ მადრიდში გადავიდოდა.

გავრცელებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თავად მბაპემ სოციალური ქსელის საშუალებით კატეგორიულად უარყო.

"ტყუილია! რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო მეტად იჯერებს ამას საზოგადოება. უკვე ვთქვი, რომ მომავალ სეზონს პსჟ-ში გავატარებ, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ", - აღნიშნა მბაპემ.

როგორც ჩანს, პსჟ-ს მბაპეს გაშვება მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს, რადგან მბაპე ამ ზაფხულს წასვლას არ აპირებს, ხოლო ფრანგულ კლუბთან არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი