ალ ჰილალი ახალი სეზონისთვის პარი სენ-ჟერმენიდან ნეიმარის დამატებას გეგმავს » სპორტის ხაზი

ალ ჰილალი ახალი სეზონისთვის პარი სენ-ჟერმენიდან ნეიმარის დამატებას გეგმავს

ალ ჰილალი ახალი სეზონისთვის პარი სენ-ჟერმენიდან ნეიმარის დამატებას გეგმავს
12-06-2023, 17:09
Aa Aa
გაზიარება:

The Sun-მა რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენელი, კერძოდ ალ ჰილალი ნეიმარს ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, არაბები მზად არიან, რომ ბრაზილიელ ვინგერს წელიწადში 250 მილიონი ევრო შესთავაზონ.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარის გასხვისებით თავად პარი სენ-ჟერმენიცაა დაინტერესებული, რომელსაც ბრაზილიელის პროდუქტიულობაში იმედი საბოლოოდ გადაეწურა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ში ბარსელონადან 5 წლის წინ, 2017 წელს გადაბარგდა და ამ დრომდე პარიზული კლუბის მაისურით 82 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი