მორიგი აღიარება | კვარაცხელია THE ATHLETIC-მა ლიგის სიმბოლურ XI-ში შეიყვანა! » სპორტის ხაზი

მორიგი აღიარება | კვარაცხელია THE ATHLETIC-მა ლიგის სიმბოლურ XI-ში შეიყვანა!

მორიგი აღიარება | კვარაცხელია THE ATHLETIC-მა ლიგის სიმბოლურ XI-ში შეიყვანა!
12-06-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა, რომლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი გახდა.

ეს სეზონი არანაკლებ წარმატებული გამოდგა ნაპოლისთვის, რომელიც ლიგის ეგიდით 1/4 ფინალში პირველად გავიდა და რომ არა უიღბლობა, შეიძლებოდა, რომ პარტენოპეი უფრო შორსაც კი წასულიყო. ცხადია, ნაპოლის წარმატებაში უდიდესი როლი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

საგულისხმოა, რომ ქართველ ფეხბურთელს The Athletic-მა კარგი თამაში დაუფასა და ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოახვედრა:

"ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩებში არც ისე დამაჯერებელი იყო, თუმცა მისი სტარტი და პირველი ნაბიჯები იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ ქართველი ფეხბურთელის სიმბოლურის მიღმა დატოვება არ შემეძლო." - წერს გამოცემის ერთ-ერთი ჟურნალისტი, კერძოდ ოლივერ კეი

მორიგი აღიარება | კვარაცხელია THE ATHLETIC-მა ლიგის სიმბოლურ XI-ში შეიყვანა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი