ვარიანტი თურქეთიდან - აჩი არველაძეს შოთას წაყვანა თავისივე კლუბში შეუძლია » სპორტის ხაზი

ვარიანტი თურქეთიდან - აჩი არველაძეს შოთას წაყვანა თავისივე კლუბში შეუძლია

ვარიანტი თურქეთიდან - აჩი არველაძეს შოთას წაყვანა თავისივე კლუბში შეუძლია
9-06-2023, 15:43
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დაიწერა, რომ შოთა არველაძეს სამწვრთნელო დონეზე თურქეთის ჩემპიონატიდან ახალი შეთავაზება აქვს.

სამქე ქარაგუმრუკს ეხება, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც შოთას ძმა, აჩი არველაძეა. შესაბამისად, დიდია შანსი იმისა, რომ ამავე კლუბს ახალი სეზონიდან სათავეში სწორედ შოთა ჩაუდგეს.

საგულისხმოა, რომ ქარაგუმრუკს წინა სეზონში ლეგენდარული ფეხბურთელი, თუმცა არც ისე კარგი მწვრთნელი, კერძოდ ანდრეა პირლო ხელმძღვანელობდა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან მოხსნეს.

ცნობისთვის, ამავე კლუბში იჯარით საქართველოს ნაკრების გარემარბი საბა ლობჟანიძეც თამაშობდა. ამდენად, თუ შოთა ქარაგუმრუკში დაინიშნება, შესაძლოა, რომ ამავე კლუბში სხვა ქართველებიც ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი