"ქინქლაძე, კალაძე, არველაძე, ახლა კი ქარსელაძე" - პორტუგალიური გამოცემა გიორგიზე წერს » სპორტის ხაზი

"ქინქლაძე, კალაძე, არველაძე, ახლა კი ქარსელაძე" - პორტუგალიური გამოცემა გიორგიზე წერს

"ქინქლაძე, კალაძე, არველაძე, ახლა კი ქარსელაძე" - პორტუგალიური გამოცემა გიორგიზე წერს
9-06-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიურ Ojogo-ზე სტატია რამდენიმე საათის წინ გიორგი ქარსელაძის შესახებ გამოქვეყნდა, რომელიც ადგილობრივი რიო ავეს ფეხბურთელია და რომელმაც ეროვნულ დონეზე სათამაშოდ საქართველოს ნაკრები აირჩია.

აი, როგორ ახასიათებენ ახალგაზრდა 18 წლის ფეხბურთელს პორტუგალიურ საფეხბურთო მედიაში:

"თუ მისი გვარის წარმოთქმას შეეცდებით, თქვენ ისეთივე ჟღერადობის სიტყვებს იტყვით, როგორიც ეს არველაძის, კალაძის, ქინქლაძისა და სხვა ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაში იყო. რიო ავეში ამ ბიჭის (ქარსეს) იმედი ნამდვილად აქვთ და წესით, მას სათამაშო დრო მომდევნო სეზონში საგრძნობლად უნდა გაეზარდოს."

"აშკარაა, რომ გიორგის სათამაშო კომპონენტებიდან ყველაზე უკეთ ფიზიკური მდგომარეობა აქვს გაუმჯობესებული. ის დაცვაში სოლიდურად და აგრესიულად თამაშობს. გარდა ამისა, ქარსელაძე არც შეტევაში ჩართვებზე ამბობს უარს და ზოგიერთ თანაგუნდელს აღემატება კიდეც."

"გიორგი ქარსელაძე პორტუგალიაშია დაბადებული, მამა სატვირტოს მძღოლია, დედა კი ყავის მაღაზიას ფლობს. ამ ბიჭის რეპუტაციამ საქართველოს ყურამდეც მიაღწია, რის გამოც ქარსე ამავე ქვეყნის 19-წლამდე ნაკრებშიც გამოიძახეს."
- წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი