ნეაპოლელებმა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად გეგმა შეიმუშავეს | დეტალები » სპორტის ხაზი

ნეაპოლელებმა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად გეგმა შეიმუშავეს | დეტალები

ნეაპოლელებმა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად გეგმა შეიმუშავეს | დეტალები
8-10-2022, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

თითქმის თამაში არ ჩაივლის ისე, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გუნდს სარგებელი არ მოუტანოს. ხან გოლი, ხან საგოლე გადაცემა, ხანაც მოპოვებული პენალტი. მოკლედ, "კვარადონა" უმაღლეს სათამაშო ფორმას ინარჩუნებს და კლასის დემონსტრირებას პერმანენტულად განაგრძობს.

ლოგიკურია, რომ კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე ხმები დაირხა და ისიც ახლოსაა ლოგიკასთან, რომ მისი შეძენით ევროპის წამყვანი გუნდები ინტერესდებიან. პარალელურად, რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ხელმძღვანელებს არ სურთ ქართველის დაკარგვა, რომელიც საოცრად პროდუქტიული და მრავლისმომცემი მოთამაშეა. ამიტომ, კლუბმა გამოსავლის ძიება დაიწყო და აი, რას მიაგნო: როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ჯოვანი სკოტი წერს, ნეაპოლელები ხვიჩასთვის ამჟამინდელი ხელფასის გაორმაგებას აპირებენ, რათა შექმნან ის ბერკეტი, რომლის წყალობითაც ქართველის გუნდში მეტ-ნაკლებად დიდი ხნით დატოვებას შეძლებენ.

ისიც საგულისხმოა, რომ დღეს, ევროპაში არიან კლუბები, რომლებსაც ხელფასის გაორმაგების ნაცვლად, მისი გაოთხმაგება ან გაექსვმაგება შეუძლიათ (მაგალითისთვის, "პსჟ" ან "მანჩესტერ სიტი"). ამიტომ, თუ რომელიმე მათგანმა კვარაცხელიას თვალი სერიოზულად დაადგა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი შემტევი კლუბს ადრე თუ გვიან გამოიცვლის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი