ინიგო მარტინესი ბილბაოდან წავიდა და ბარსელონაში გადასვლას უახლოვდება » სპორტის ხაზი

ინიგო მარტინესი ბილბაოდან წავიდა და ბარსელონაში გადასვლას უახლოვდება

ინიგო მარტინესი ბილბაოდან წავიდა და ბარსელონაში გადასვლას უახლოვდება
6-06-2023, 14:57
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ატლეტიკ ბილბაო ინიგო მარტინესმა დატოვა, სადაც ის 2018/2019 წლების სეზონიდან თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ ინიგოს ბარსელონას ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად უკავშირებენ და როგორც იწერება, თავისუფალ აგენტად ქცეულ მარტინესს კატალონიელები არავის დაუთმობენ და თავისთან წაიყვანენ.

იწერება იმის შესახებაც, რომ 32 წლის ცენტრალური მცველი ჩავის გუნდთან სამუშაო ხელშეკრულებას 2 წლის ვადით გააფორმებს.

ცნობისთვის, ინიგო მარტინესს ბილბაომდე კიდევ ერთ ბასკურ გუნდში, კერძოდ რეალ სოსიედადშიც უთამაშია, სადაც ის 2011/2012 წლების სეზონიდან ასპარეზობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი