"ეროვნული, ასაკობრივი, ქორწილი, აღარ უნდა დაასვენოთ?" - ნეაპოლელები ხვიჩაზე ნერვიულობენ » სპორტის ხაზი

"ეროვნული, ასაკობრივი, ქორწილი, აღარ უნდა დაასვენოთ?" - ნეაპოლელები ხვიჩაზე ნერვიულობენ

"ეროვნული, ასაკობრივი, ქორწილი, აღარ უნდა დაასვენოთ?" - ნეაპოლელები ხვიჩაზე ნერვიულობენ
4-06-2023, 13:57
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გამოიძახეს როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი ნაკრების თამაშებისთვის, რომლებიც ივნისში გაიმართება.

საგულისხმოა ისიც, რომ ქართველი ფეხბურთელი ნიცა თავაძესთან დაქორწინებას უახლეს პერიოდში გეგმავს. შესაბამისად, კვარას ზაფხულის პირველივე თვე საკმაოდ დატვირთული და ემოციური ექნება.

სწორედ ამის შესახებ საუბრობენ Areanapoli-ს ვებგვერდზე, სადაც წერენ, რომ ქართველი ფეხბურთელი დასვენებასა და მომდევნო სეზონისთვის ძალების აღდგენას საერთოდ ვერ მოასწრებს:

"მას ჯერ ეროვნულ გუნდთან ერთად 2 თამაშის გამართვა მოუწევს, ჯერ კვიპროსთან, შემდეგ კი შოტლანდიასთან, თანაც ორივე გასვლით შეხვედრაში. გარდა ამისა, კვარაცხელია ასაკობრივ ნაკრებშიც გამოიძახეს, რომელიც U21 ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის როლით გამოდის. ამ ყველაფრის შემდეგ კვარაცხელიას ქორწილის გადახდა აქვს დაგეგმილი, რაც ლოგიკურ შეკითხვას აჩენს, - როდისღა უნდა დაისვენოს პრესეზონისთვის ძალების აღდგენისთვის?"

"დიდი ალბათობით, ის პირველ შეკრებას გამოტოვებს და ნაპოლის მზადების მეორე ეტაპზე შეუერთდება."
- წერია იტალიურ ვებგვერდზე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.