"ლეო მესი პარი სენ-ჟერმენის მაისურით ბოლო მატჩს გამართავს" - კრისტოფ გალტიე » სპორტის ხაზი

"ლეო მესი პარი სენ-ჟერმენის მაისურით ბოლო მატჩს გამართავს" - კრისტოფ გალტიე

"ლეო მესი პარი სენ-ჟერმენის მაისურით ბოლო მატჩს გამართავს" - კრისტოფ გალტიე
1-06-2023, 16:22
Aa Aa
გაზიარება:

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ში უკანასკნელ შეხვედრას 3 ივნისს გამართავს, მოწინააღმდეგე კი კლერმონი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე სოციალურ ქსელში პარიზული კლუბის დამრიგებლის, კრისტოფ გალტიეს კომენტარი გავრცელდა, რომელმაც ლეო მესის გუნდიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა:

"მქონდა პატივი, რომ ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელი გამეწვრთნა. ლიონელ მესი პსჟ-ის მაისურით კლერმონთან ბოლო მატჩს ჩაატარებს." - თქვა გალტიემ

ცნობისთვის, ესპანელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ლიონელ მესის ბარსელონაში დაბრუნების შანსები 80%-მდე გაიზარდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი