მიქაუტაძე ლიონში - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ფრანგულ მედიაში » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე ლიონში - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ფრანგულ მედიაში

მიქაუტაძე ლიონში - ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ფრანგულ მედიაში
1-06-2023, 16:16
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ფრანგულ მედიაში, კერძოდ Le10sport-ის ვებგვერდზე იწერება, საქართველოს ნაკრებისა და მეცის ფორვარდით, გიორგი მიქაუტაძეთი ლიონია დაინტერესებული, რომელსაც სეზონის ჩავარდნის შემდეგ შემადგენლობის მოძლიერება და მომდევნო წლისთვის დამაჯერებელ ფორმაში შესვლა სურს:

"ლიონს ჯერ ოფიციალური წინადადებით მიქაუტაძის თაობაზე მეცისთვის არ მიუმართავს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქართველ ფეხბურთელს უკვე თვეებია აკვირდებიან. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეცმა გიორგის ფასი 20 მილიონ ევრომდე გაზარდა, რაც ლიონისთვის ზედმეტი რისკის შემცველი ფაქტია. საგულისხმოა, რომ მიქაუტაძე სწორედ ლიონში დაიბადა და ლიონელები ქართველის შესაძლებლობებს აფასებენ კიდეც, მათ გიორგის უნარები ძალიან მოსწონთ."

"ლიონის გარდა მიქაუტაძის მიმართ ინტერესი არსებობს ინგლისის პრემიერ ლიგიდანაც. გარდა იმისა, რომ ვენსან კომპანის ბარნლის დაინტერესების შესახებ უკვე ყველამ ვიცოდით, ახლა სიას ვულვერჰემპტონიც შეუერთდა, რომელსაც რაულ ხიმენესი ტოვებს, ხულიან ლოპეტეგის კი გუნდის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი."
- წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლიგა 2-ში 36 თამაში გამართა, 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიქაუტაძე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ოფიციალურად დაასახელეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი