6-18 თვე ბარსაში, შემდეგ კი MLS-ში | ახალი ინფორმაცია ლეო მესის შესახებ » სპორტის ხაზი

6-18 თვე ბარსაში, შემდეგ კი MLS-ში | ახალი ინფორმაცია ლეო მესის შესახებ

6-18 თვე ბარსაში, შემდეგ კი MLS-ში | ახალი ინფორმაცია ლეო მესის შესახებ
31-05-2023, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, ლიონელ მესი სეზონის ბოლოს პარი სენ-ჟერმენს ოფიციალურად დატოვებს, კარიერის გაგრძელება კი არგენტინელს არაერთ კლუბში შეუძლია.

ბოლო პერიოდში ლეო მესის არაბულ კლუბს, ალ-ჰილალს უკავშირებდნენ, რომელიც მას 2 წლის განმავლობაში 1.2 მილიარდ ევროს სთავაზობდა. მიუხედავად ამისა, L'equipe-მ სულ სხვა ინფორმაცია გაავრცელა:

"ბარსელონა და ინტერ მაიამი ლეო მესის ყიდვას ურთიერთშეთანხმებით ცდილობენ. საქმე ისაა, რომ მესის შეძენას ამერიკული გუნდი აპირებს, თუმცა ლეოს ბარსელონაში თამაში 6-18 თვემდე შეეძლება, შემდეგ კი MLS-ში გადავა." - წერს ფრანგული გამოცემა

ცნობისთვის, ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ არაერთხელ თქვა საჯაროდ, რომ კლუბი მესის დასაბრუნებლად ყველაფრის გაკეთებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი