"ისტორია არ იტყუება" - ხოსე მენდილიბარი მოურინიოს საპასუხოდ » სპორტის ხაზი

"ისტორია არ იტყუება" - ხოსე მენდილიბარი მოურინიოს საპასუხოდ

"ისტორია არ იტყუება" - ხოსე მენდილიბარი მოურინიოს საპასუხოდ
31-05-2023, 14:07
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ 2022/2023 წლების ევროპა ლიგის ფინალი დღეს, 23:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს რომა და ხოსე მენდილიბარის სევილია დაუპირისპირდებიან.

აი, რაზე ისაუბრა აღნიშნული მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ანდალუსიური კლუბის 62 წლის დამრიგებელმა:

"ისტორია არ იტყუება, სევილია უკვე 20 წელია, რაც ამ ტურნირის საუკეთესო გუნდია. ამის დასტურად შემიძლია, რომ ევროპა ლიგაზე მოპოვებული ტიტულები მოვიყვანო. ხალხი არა კარგ თამაშს, არამედ თასს ითხოვს. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია კარგად ვთამაშობთ და მიუხედავად იმისა, რომ ფინალში განსხვავებულ გუნდს ვხვდებით, მაინც მჯერა, რომ კარგად ვითამაშებთ."

"მოგებისთვის ორივე გუნდი ყველაფერს გაიღებს. ამ ეტაპზე გუნდების ბიუჯეტი მნიშვნელოვანი არაა. ახლა მთავარი ისაა, რომ შეცდომები არ დაუშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე დაგსჯის."

"ჩვენ ფინალში შეტევას ვაპირებთ, თუმცა არ მგონია, რომ რომას დაცვითი პრობლემები ჰქონდეს. მათ ძალიან კარგად იციან თუ როგორ ითამაშონ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. რომა საკმაოდ რთული მეტოქეა, რომელმაც მშვენივრად იცის თუ როგორ შეინარჩუნოს სიმშვიდე ინტენსიურ მატჩებში."
- თქვა ხოსე მენდილიბარმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი