ზღაპრული შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა ბენზემას გაუჭირდება - საუდის არაბეთი მომდევნო ვარსკვლავს იმატებს? » სპორტის ხაზი

ზღაპრული შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა ბენზემას გაუჭირდება - საუდის არაბეთი მომდევნო ვარსკვლავს იმატებს?

ზღაპრული შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა ბენზემას გაუჭირდება - საუდის არაბეთი მომდევნო ვარსკვლავს იმატებს?
30-05-2023, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

გავლენიანი გამოცემა Goal.com-ის მტკიცებით, მადრიდის რეალის ფრანგ შემტევს, კარიმ ბენზემას საუდის არაბეთში ეპატიჟებიან და 2-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 400 მილიონ ევროს სთავაზობენ.

საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვოს და საამისოდ მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავებზე ნამდვილი ნადირობა აქვს გაჩაღებული.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ არაბეთში სათამაშოდ კრიშტიანო რონალდო გადავიდა, ახლა კი მათი სამიზნე ლიონელ მესი და კარიმ ბენზემაა - საუდელებს სურთ, რომ ეს სამი მოთამაშე და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი ქვეყნის ჩემპიონატის პოპულარიზაციის გასაზრდელად და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ელჩებად გამოიყენონ.

რაც შეეხება ბენზემასა და რეალ მადრიდის ამჟამინდელ კოტნრაქტს, მას ვადა ამ ზაფხულს გასდის - 35 წლის ცენტრ ფორვარდი 30 ივნისიდან თავისუფალი აგენტი ხდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი