უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის შემტევს, მიხაილო მუდრიკს პრემიერ ლიგაში არც ისე კარგი სადებიუტო სეზონი გამოუვიდა.
საგულისხმოა, რომ მას არაერთი კრიტიკოსი მოუგროვდა, რომელთა მთავარი საჩივარი ისაა, რომ მუდრიკში ჩელსის ამდენი არ უნდა გადაეხადა.
სწორედ ასეთ სიტუაციაში დაუდგა გვერდით უკრაინელ მოთამაშეს ხვიჩა კვარაცხელია და სოციალურ ქსელში თანადგომა გამოუცხადა, - იხილეთ ფოტო