"ამიტომ ავუკრძალეთ კანს ზეიმზე დასწრება", - ბაიერნის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება » სპორტის ხაზი

"ამიტომ ავუკრძალეთ კანს ზეიმზე დასწრება", - ბაიერნის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება

"ამიტომ ავუკრძალეთ კანს ზეიმზე დასწრება", - ბაიერნის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება
29-05-2023, 20:21
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბუნდესლიგის ბოლო ტურში გაჩემპიონების შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა დაკავებული თანამდებობიდან ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა.

საჩემპიონო მატჩს სალიჰამიჯიჩისგან განსხვავებით ოლივერ კანიც არ ესწრებოდა - საბოლოოდ გაირკვა, რომ ლეგენდარულ მოთამაშეს კლუბმა აუკრძალა მოედანზე ყოფნა, რის მიზეზებზეც ბაიერნის პრეზიედენტმა, ჰერბეტ ჰაინერმაც ისაუბრა:

"ოლივერ კანთანაც იგივე შინაარსის საუბარი გვქონდა, როგორიც ჰასანთან, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ კანთან საუბარი კარგად არ წარიმართა - საბოლოო ჯამში ემოციური საუბარი გამოვიდა და დღის ბოლოს კანთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, სწორედ ამის გამო ვთხოვეთ, რომ ბოლო ტურში თამაშს არ დასწრებოდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყო ის კიოლნში", - აღნიშნა ჰაინერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი