VIDEO: ესპანეთში გიორგი გაგუამ თავისი გუნდი დაქვეითებისგან გოლით იხსნა! » სპორტის ხაზი

VIDEO: ესპანეთში გიორგი გაგუამ თავისი გუნდი დაქვეითებისგან გოლით იხსნა!

VIDEO: ესპანეთში გიორგი გაგუამ თავისი გუნდი დაქვეითებისგან გოლით იხსნა!
28-05-2023, 14:16
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში რეალ უნიონსა და ლა ნუსიას შორის გაიმართა, თავის გამოჩენა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი გაგუამ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის გიორგი გაგუა ამ ეტაპზე ალავესის საკუთრებაშია, თუმცა ის იჯარით რეალ უნიონში თამაშობს, რომელსაც ლა ნუსიას დამარცხება და 3 ქულის მოპოვება ლიგაში დასარჩენად აუცილებლად სჭირდებოდა.

საგულისხმოა, რომ საბოლოოდ მასპინძლებმა მეტოქე სოლიდური სხვაობით, 2:0 დაამარცხეს, პირველი გოლი კი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა, - იხილეთ ვიდეო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი