ოფიციალურად: ქუთაისის ტორპედო გამოცდილმა ფორვარდმა დატოვა » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: ქუთაისის ტორპედო გამოცდილმა ფორვარდმა დატოვა

ოფიციალურად: ქუთაისის ტორპედო გამოცდილმა ფორვარდმა დატოვა
26-05-2023, 20:23
Aa Aa
გაზიარება:

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ქუთაისის ტორპედო გამოცდილმა ფორვარდმა, ნიკა კაჭარავამ დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური გვერდის პრესსამსახური ავრცელებს.

"ქუთაისის “ტორპედო” კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნიკა კაჭარავამ დატოვა. ჩვენ მადლობას ვუხდით ნიკას გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, კაჭარავამ მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 3 გოლით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.