ბრძოლა ჯუნტოლისთვის - რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა კრისტიანოს შესახებ? » სპორტის ხაზი

ბრძოლა ჯუნტოლისთვის - რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა კრისტიანოს შესახებ?

ბრძოლა ჯუნტოლისთვის - რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა კრისტიანოს შესახებ?
25-05-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Spazionapoli-მ კრისტიანო ჯუნტოლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნაპოლის სპორტული დირექტორის თაობაზე აურელიო დე ლაურენტისს იუვენტუსთან ბრძოლა დღემდე უწევს. გარდა ამისა, იწერება ისიც, რომ ნაპოლის პრეზიდენტს ახალი კანდიდატურა თავის დასაზღვევად უკვე შერჩეული ჰყავს:

"თუ ლუჩანო სპალეტის შესახებ უკვე ყველაფერი გაირკვა და ვიცით, რომ ტოსკანელი სეზონის ბოლოს ნაპოლიდან წავა, კრისტიანო ჯუნტოლის შემთხვევაში ასე არ არის და მისი სიტუაცია გაცილებით ჩახლართულია, რომლის სათავისოდ გამოყენებასაც ტურინის იუვენტუსი უკვე რამდენიმე კვირაა გამალებით ცდილობს. მიუხედავად ამისა, დე ლაურენტისის სურვილია, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ ჯუნტოლი კლუბში შეინარჩუნოს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო კომპლექსურ სახეს აძლევს."

"კრისტიანოს იუვენტუსთან უკვე აქვს სიტყვიერი შეთანხმება დადებული, რომლის მიხედვითაც ის ბიანკონერიში 5 წლის ვადით უნდა გადავიდეს, წლიურად კი 1.5 მილიონი ევრო მიიღოს. ამის პარალელურად, დე ლაურენტისი ელის, რომ ჯუნტოლისთვის იუვენტუსი შეთავაზებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, რათა დასახული მიზანი სისრულეში დანამდვილებით მოიყვანოს."

"ჯუნტოლისა და იუვენტუსის საქმესთან ერთად აურელიო დე ლაურენტისი უსაქმოდ არ რჩება და რამდენიმე სპორტულ დირექტორთან მოლაპარაკებებს თავადაც აწარმოებს. მაგალითისთვის, მას უკვე შერჩეული ჰყავს ემპოლის სპორტული დირექტორი პიეტრო აკარდი, რომელსაც ნაპოლის პრეზიდენტი პარტენოპეიში სამსახურს ჯუნტოლის წასვლის შემთხვევაში შესთავაზებს."
- წერს იტალიური ვებგვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი