გიორგი მამარდაშვილს ვალენსიაში ბაიერნის მეკარე ჩაანაცვლებს? » სპორტის ხაზი

გიორგი მამარდაშვილს ვალენსიაში ბაიერნის მეკარე ჩაანაცვლებს?

გიორგი მამარდაშვილს ვალენსიაში ბაიერნის მეკარე ჩაანაცვლებს?
25-05-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნში მეკარის პოზიციაზე ცვლილებებია მოსალოდნელი, რადგან მანუელ ნოიერი მძიმე ტრავმიდან ბრუნდება, რაც შვეიცარიელი პირველი ნომრის, იან სომერის გუნდიდან წასვლას უწყობს ხელს. თავის მხრივ, სომერის ბაიერნთან დადებულ კონტრაქტში კლუბიდან წასვლის კონკრეტული პუნქტია ჩადებული, რომლის მიხედვითაც ნოიერის დაბრუნების შემდეგ იანმა გერმანული გუნდი უნდა დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის იან სომერი შვეიცარიის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე თამაშს გეგმავს, შესაბამისად, მისთვის სასტარტო მეკარედ ყოფნა და სათამაშო პრაქტიკის მიღება აუცილებელია.

როგორც იწერება, სომერით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, ესენია: ლესტერი, მონაკო, ვილიარეალი და გიორგი მამარდაშვილის ვალენსიაც, რომელმაც არაოფიციალურ დონეზე მეკარის გასხვისების გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მიზეზი კი კლუბში არსებული ფინანსური კრიზისია.

შეგახსენებთ, რომ თავად გიორგი მამარდაშვილი ბოლო პერიოდში ისეთ კლუბებს დაუკავშირეს, როგორებიცაა პორტო, ატლეტიკო, ტოტენჰემი, ასტონ ვილა და სხვები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი