ტენ ჰაგის პირველი კომენტარი ნეიმარის იუნაიტედში შესაძლო ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

ტენ ჰაგის პირველი კომენტარი ნეიმარის იუნაიტედში შესაძლო ტრანსფერზე

ტენ ჰაგის პირველი კომენტარი ნეიმარის იუნაიტედში შესაძლო ტრანსფერზე
24-05-2023, 19:27
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ფრანგული გამოცემები აქტიურად წერენ იმის თაობაზე, რომ შესაძლოა პარიზული კლუბი ზაფხულში ნეიმარმა დატოვოს - იგივე გამოცემების მტკიცებით, ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული და გუნდებს შორის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმაც გააკეთა:

"ნეიმარის ტრანსფერი? თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

ცნობისთვის 31 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა 13 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი