წილი კვარასთვის - რამდენს გადაუხდის დე ლაურენტისი ხვიჩას ჩემპიონობისთვის? » სპორტის ხაზი

წილი კვარასთვის - რამდენს გადაუხდის დე ლაურენტისი ხვიჩას ჩემპიონობისთვის?

წილი კვარასთვის - რამდენს გადაუხდის დე ლაურენტისი ხვიჩას ჩემპიონობისთვის?
25-05-2023, 15:32
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აურელიო დე ლაურენტისი თავისი ფეხბურთელების ფინანსურად განებივრებას აპირებს.

როგორც იწერება, აურელიო სკუდეტოს მოგებით დღემდე აღფრთოვანებულია და მას სურს, რომ ფეხბურთელებს თავდადებისთვის პასუხი ტკბილად გადაუხადოს და მათთვის 4 მილიონი ევრო გაიღოს.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად თანაგუნდელების მსგავსად 150 000 ევრო ერგება.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 14 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს გაკეთებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი