როგორც ველოდით - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარე გახდა! » სპორტის ხაზი

როგორც ველოდით - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარე გახდა!

როგორც ველოდით - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარე გახდა!
24-05-2023, 11:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში მატჩი საშინაო კედლებში რეალის წინააღმდეგ გამართა და სამეფო გუნდთან 5 ბურთი მოიგერია. საგულისხმოა, რომ აქედან 2-3 დარტყმული საკმაოდ რთულად ასაღები იყო, რაც გიორგის დაუფასდა და საუკეთესოს ჯილდო გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი ქართველმა მეკარემ წინა ტურშიც მოიგო (ჯამურად კი მესამედ), როდესაც ვალენსიამ სელტას გასვლაზე 1-2 სძლია, მამარდაშვილის აქტივში კი 5 მოგერიება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ ლა ლიგაში ბოლო ორი გამარჯვებით თავი 40 ქულას მოუყარა და უკვე საკმაოდ მცირეა იმის შანსი, რომ კლუბი სეზონის ბოლოს სეგუნდაში დაქვეითდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი