მწვავე დაპირისპირება ბაიერნის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის - ყველაფერი, რაც ამ კონფლიქტზე უნდა იცოდეთ » სპორტის ხაზი

მწვავე დაპირისპირება ბაიერნის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის - ყველაფერი, რაც ამ კონფლიქტზე უნდა იცოდეთ

მწვავე დაპირისპირება ბაიერნის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის - ყველაფერი, რაც ამ კონფლიქტზე უნდა იცოდეთ
23-05-2023, 19:21
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნისთვის მიმდინარე სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა და ამას უმარვი მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კი ალბათ მაინც ხელმძღვანელობის არასწორი გადაწყვეტილებებია.

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის ბაიერნის ზოგ მოთამაშეს ხელმძღვანელობის გამუდმებული კრიტიკა ბოლო თვეების განმავლობაში აწუხებს, რამაც ლაიპციგთან მარცხის შემდეგ ცხადია იმატა.

როგორც ირკვევა, მაშინ, როდესაც ლეროი სანეს და სერჟ გნაბრის არც ისე კარგი სათამაშო პერიოდი ჰქონდათ, ხელმძღვანელობამ ფეხბურთელები მედიასთან საუბარში არ დაიცვა, რაც მოთამაშეებსა და ბოსებს შორის კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივების საბაბად იქცა - ჯერ კიდევ ჰიონესი/რუმენიგეს ეპოქაში, ხელმძღვანელობა მოთამაშეებს საჯაროდ ყველაფრის ფასად იცავდა, რაც ახლა ასე არ არის.

ის ფაქტი, რომ კანმა ნაგელსმანის გათავისუფლება ნაწილობრივ გასახდელ ოთახში არსებულ სიტუაციას დააბრალა, ზოგიერთი წამყვანი მოთამაშისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა.

საბოლოო აზრი შემდეგია: ბაიერნის ფეხბურთელებს კრიტიკის მიღება ხელმძღვანელობისგან შეუძლიათ და ეს სასიცოცხლოდ აუცილებელიცაა გუნდის განვითარებისთვის, მაგრამ მათ დიდ ნაწილს არ ესმის ეს ძირითადად მედიების საშუალებით და საჯაროდ რატომ ხდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი