გუშინდელი დღიდან მოყოლებული ინგლისური მედიის ნაწილი გიორგი მამარდაშვილზე მომზადებულ სტატიებს ეთმობა, რომელსაც ასტონ ვილას უკვე საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ.
უნაი ემერის გუნდი ამ ეტაპზე პრემიერ ლიგის მე-7 ადგილს 58 ქულით იკავებს და კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, რაშიც მათ ორი მოცილე ჰყავთ, ესენი ბრენტფორდი და ტოტენჰემი გახლავთ. შესაბამისად, თუ ქართველი ასტონ ვილაში გადავა, გაჩნდება რეალური შანსი, რომ მამარდამ პირველ ევროტურნირზე ითამაშოს.
რაც შეეხება გუნდის ამჟამინდელ მეკარეს, ის მსოფლიოს ჩემპიონი ემილიანო მარტინესია, რომელსაც ასტონ ვილასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ამდენად, თუ გიორგი ასტონ ვილაში აღმოჩნდება, ქართველს ვერავინ მისცემს იმის გარანტიას, რომ 100%-ით სასტარტოს ფეხბურთელი იქნება, რადგან ძირითადში ყოფნის პრეტენზიები მარტინესსაც გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ასტონ ვილას გარდა ტოტენჰემსაც დაუკავშირეს, რომელიც ჰუგო ლორისის ჩამნაცვლებელს აქტიურად ეძებს.