AS: ვინისიუს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ემუქრება » სპორტის ხაზი

AS: ვინისიუს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ემუქრება

AS: ვინისიუს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ემუქრება
23-05-2023, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ლა ლიგის გასულ ტურში, რეალ მადრიდის ბრაზილიელი ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი ვალენსიას წინააღმდეგ გამართულ მატჩში კვლავს რასიზმის მსხვერპლი გახდა.

ამ ფაქტის გამო განაწყენებული ვინისიუსი, მატჩის მიწურულს ვალენსიას ფეხბურთელების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო, რის გამოც საბოლოოდ მატჩის მთავარმა არბიტრმა ის წითელი ბარათით დასაჯა.

ადგილობრივი გამოცემა AS-ის მტკიცებით, შესაძლოა ლა ლიგამ ვინისიუსი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაჯასოს.

ცნობისთვის, 22 წლის შემტევმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 10 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი