"სპალეტი ნაპოლიდან წასვლის შემდეგ ამ კლუბში იმუშავებს" - Sportskeeda » სპორტის ხაზი

"სპალეტი ნაპოლიდან წასვლის შემდეგ ამ კლუბში იმუშავებს" - Sportskeeda

"სპალეტი ნაპოლიდან წასვლის შემდეგ ამ კლუბში იმუშავებს" - Sportskeeda
23-05-2023, 16:12
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლუჩანო სპალეტის ნაპოლიდან სეზონის ბოლოს წასვლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, რის შესახებაც ინფორმაცია ოფიციალურად ცნობილი მალე უნდა გახდეს.

ამის პარალელურად, Sportskeeda Football-მა იმ კლუბის ვინაობა გაგვაცნო, სადაც სპალეტი ნაპოლიდან წასვლის შემდეგ იმუშავებს:

"მიუხედავად იმისა, რომ ლუჩანო სპალეტიმ ნაპოლისთან ერთად ნანატრი ტიტული მოიგო, ის კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს. სავარაუდოა, რომ მისი მომდევნო კლუბი პრემიერ ლიგაში მოიძებნოს, ყველაზე დიდი შანსი კი ტოტენჰემს აქვს." - წერს გამოცემა

ცნობისთვის, ტოტენჰემში ბოლოს ანტონიო კონტე მუშაობდა, რომელმაც კლუბი დაბალი მიზნებისთვის ბრძოლაში საჯაროდ გააკრიტიკა და თანამდებობა გაბრაზებულმა დატოვა.

ამ მომენტისთვის ლონდონელები პრემიერ ლიგის ცხრილის მერვე ადგილს 57 ქულით იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.