როგორც იცით, ვალენსიასა და რეალის შეხვედრაში სამეფო გუნდის ბრაზილიელ ვინგერს, ვინისიუს ჟუნიორს მესტალიაზე დამსწრე გულშემატკივარმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ვინისიუსმა ლა ლიგას რასისტული ჩემპიონატი უწოდა და თქვა, რომ ესპანეთში სიტუაცია სასწრაფოდ გამოსასწორებელია.
თავის მხრივ, რეალის ფეხბურთელის საჯარო კრიტიკას ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი გამოეხმაურა. აი, რა თქვა მან:
"თუ საკითხში ვერ ერკვევი, მაშინ საჭირო სულაც არაა, რომ მასზე ღიად და საჯაროდ ისაუბრო. თქვენ არც კი იცით თუ რა ზომების მიღება გვიწევს იმისთვის, რათა ფეხბურთელები მსგავსი შემთხვევებისგან დავიცვათ."
"იქამდე სანამ ვინმე ლა ლიგას გააკრიტიკებს, ვურჩევ, რომ სიტუაციაში ადეკვატურად გაერკვეს და შესაბამისი დასკვნები მხოლოდ შემდეგ გამოიტანოს." - თქვა ტებასმა