"გიორგის წაყვანით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული" - THE ATHLETIC » სპორტის ხაზი

"გიორგის წაყვანით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული" - THE ATHLETIC

"გიორგის წაყვანით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული" - THE ATHLETIC
22-05-2023, 14:19
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე ცნობილია, გიორგი მამარდაშვილი სეზონის ბოლოს ვალენსიას აუცილებლად დატოვებს და დიდი ალბათობით, უკეთესი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში გადაბარგდება, ასეთი კი, შესაძლოა, რომ პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბი აღმოჩნდეს.

The Athletic-ის ინფორმაციის მიხედვით, ქართველი მეკარის შეძენა როგორც ასტონ ვილას, ისე ტოტენჰემს სურთ. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მეკარის პოზიციაზე გაძლიერება სურს, ქართველი ფეხბურთელი კი შესაბამის ვარიანტს წარმოადგენს.

ამავე წყაროს თუ დავუჯერებთ, 22 წლის გიორგი მამარდაშვილს მსურველები ესპანეთსა და პორტუგალიაშიც ჰყავს, ესენი კი მადრიდის ატლეტიკო, ვილიარეალი და პორტუ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი გუშინდელ რეალთან გამართულ შეხვედრაში 5 მოგერიებული ბურთით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი